მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, March 3, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესოდ დავასრულეთ ინტელის ტრენინგი-მე-9 დღე დავუთმეთ პრეზენტაციას, ჩვენი ნამუშევრების წარდგენას. ეს იყო ერთგვარი შეჯამება რვა დღისა, თუ რა ვისწავლეთ, რა უნარ-ჩვევები გამოვიმუშავეთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნას პარაქტიკაში.
დიდი მადლობა თამარს!

Sunday, March 1, 2015

მერვე დღის რეფლექსია
დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, საბაზისო უნარ–ჩვევვები, აღვნიშნეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები. ჩვენი მთლიანი საქაღალდე გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. აგრეთვე ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა.
ინტელის ტრენინგმა და კონკრეტულად კი ჩვენმა ტრენერმა ბევრი რამ გვასწავლა, მასწავლებლისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია.
დიდი მადლობა თამარს!

Saturday, February 28, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგზე ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ პრეზენტაცია, თავდაპირველად შევიმუშავეთ გეგმა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობისას გავააანალიზეთ, რომ  ამისთვის აუცილებელია ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, შესაბამისი ფოტოების გამოყენება. მომზადებული პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Sunday, February 22, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგზე გავეცანით საავტორო უფლებებს, მეთოდებს უკუკავშირის მისაღებად.ძალიან საინტერესო იყო ნაწერის გადახედვა, კომენტირება, შესწორება ვორდის დოკუმენტში. აგრეთვე გამოვაქვეყნეთ ბლოგზე საკუთარი პრეზენტაცია.

Saturday, February 21, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე, შევადგინეთ შეფასების დროის ჩარჩო. აგრეთვე მოვამზადე პრეზენტაცია შაბლონის გეგმის საფუძველზე.
ძალაინ დიდი მადლობა თამუნას დახმარებისთვის და დაუზარელი მუშაობისთვის!

Sunday, February 15, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგზე განვიხილეთ მეორე მოდულის მე-6 რეფლექსია. აღნიშნული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე ინფორმაციიის განახლების შესწავლა, საქაღალდეების ატვირთვა-განახლება.
დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო.
                                                                                              მადლობა თამარ!